weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მღებრიშვილი პრანკერების ჩანაწერებზე – "ნაცმოძრაობა" და "ფე-ეს-ბე" ერთად უტევენ ხელისუფლებას

23:01 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კომენტარი გააკეთა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ვითომ ის უკრაინის შს მინისტრს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ.

"ჩანაწერებთან დაკავშირბით ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი უკვე გავაკეთეთ. ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ "ფე-ეს-ბეს" აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორკესტრირებულად, ერთად უტევენ ხელისუფლებას. ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ჩვენს შესასუსტებლად არის მიმართული", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

12 აგვისტოს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსმა პრანკერებმა "ლექსუსმა" და "ვოვანმა" უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით გიორგი მღებრიშვილს დაურეკეს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრნენ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი ვითომ უკრაინელ კოლეგას სთხოვს, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ, რადგან საქართველოში მისგან გმირის შექმნა არ სურთ.

"აქ ყველაფერი დაწყნარდა და დასტაბილურდა. თუ გამოჩნდება, დაიწყება რაღაც მღელვარება. უმჯობესია იყოს უსახლკარო და იაროს მთელ მსოფლიოში. თუ თქვენთან გამოჩნდება, არ გადმოგვცეთ", - ამბობს გავრცელებულ ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც პრანკერების თქმით, გიორგი მღებრიშვილია.

რუსი პრაკნერები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ჩანაწერების ნამდვილობა დაამტკიცონ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]